Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვედეთი შეუდგა საზღვარზე მიგრანტების დოკუმენტების შემოწმებას


შვედეთი შეუდგა დანიასთან საზღვარზე მიგრანტების დოკუმენტების შემოწმებას მათი ნაკადის შესამცირებლად. შვედეთში მოხვედრის მსურველების უმრავლესობას სირიიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან ლტოლვილები შეადგენენ. საზღვარზე კონტროლის დროს ამოწმებენ ფოტოსურათიან დოკუმენტებს და მიზანია, შვედეთის ტერიტორიაზე არ შეუშვან მიგრანტები, რომლებსაც არ გააჩნიათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები. 2015 წელს შვედეთმა 160 ათასამდე მიგრანტი მიიღო - ევროპაში ყველაზე მეტი გარდა გერმანიისა, სადაც შარშან მილიონზე მეტი ადამიანი ჩავიდა. შვედეთის მთავრობა აცხადებს, რომ ვეღარ უმკლავდება მიგრანტების გაუკონტროლებელ ნაკადს. შვედეთის საზღვარზე ახალი კონტროლის ამოქმედების შემდეგ, 4 იანვარს დანიამაც შემოიღო მსგავსი წესები და შეუდგა გერმანიასთან საზღვარზე მიგრანტების შემოწმებას. გერმანია აცხადებს, რომ საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვა საფრთხეს უქმნის შენგენის ზონაში თავისუფლად გადაადგილების პრინციპს.

XS
SM
MD
LG