Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოულოდნელად გარდაიცვალა რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს უფროსი


კრემლი აცხადებს, რომ მოულოდნელად გარდაიცვალა რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს უფროსი, იგორ სერგუნი. კრემლის ვებსაიტზე 4 იანვარს გამოქვეყნებული განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სამძიმარს უცხადებს სერგუნის ოჯახს მის „მოულოდნელ გარდაცვალებასთან“ დაკავშირებით. გენერალი სერგუნი 2011 წლიდან ხელმძღვანელობდა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარ საგამოძიებო სამმართველოს და იყო გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე. კრემლი არ ასახელებს 58 წლის გენერლის სიკვდილის მიზეზს. სამხედრო დაზვერვის სამმართველო გასაიდუმლოებული ორგანიზაციაა და სერგუნი, ჩვეულებრივ, საჯაროდ არ ჩანდა.

XS
SM
MD
LG