Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიას შარშან თავშესაფრის თხოვნით მიმართა 1,1 მილიონმა მიგრანტმა


გერმანიამ შარშან აღრიცხა ამ ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელი 1,1 ადამიანი, რომელთა უდიდეს ჯგუფსაც, 40%-ს სირიელები შეადგენენ. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს 6 იანვრის განცხადებით, 2015 წლის იანვრიდან დეკემბრამდე აღირიცხა 1 091 894 ადამიანი, რომელიც გერმანიაში თავშესაფრის მიღების იმედით ჩავიდა. მიგრანტების სიდიდით მეორე ჯგუფს შეადგენენ ავღანეთიდან, მესამეს - ერაყიდან ლტოლვილები. 2015 წლის მაჩვენებელი დაახლოებით ხუთჯერ აღემატება წინა წლისას. გერმანიაში, რომელიც ევროპაში ეკონომიკურად უძლიერესი ქვეყანაა, შარშან ევროპის ყველა დანარენ ქვეყანაზე უფრო მეტი მიგრანტი ჩავიდა.

XS
SM
MD
LG