Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაგოდეხში რამდენიმე დღის წინ დაკარგული 3 პირი დაღესტანში იმყოფება


რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში დაკარგული სამი პირი დაღესტანში იმყოფება - ეს ცნობა "ინტერპრესნიუსს" ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურიდან მიაწოდეს. როგორც გამგეობაში აცხადებენ, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ისინი დაკავებულები არიან, თუმცა მიზეზი და სხვა დეტალები უცნობია. ლაგოდეხში სამ მონადირეს რამდენიმე დღეა ეძებდნენ. ოჯახების ინფორმაციით, 28 დეკემბერს ოთხი მონადირე სანადიროდ გავიდა, თუმცა მათგან უკან მხოლოდ ერთი დაბრუნდა, დანარჩენ სამთან კი დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

XS
SM
MD
LG