Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგიის პოლიციამ პარიზის ტერაქტის გამო სამხილებს მიაგნო


ბელგიის პოლიცია ვარაუდობს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც 13 ნოემბერს, პარიზის ტერაქტების დროს გამოიყენეს, ინახებოდა ბრიუსელის იმ ბინაში, რომელსაც ეჭვმიტანილები ქირაობდნენ. 10 დეკემბრის ჩხრეკისას იქ მიაკვლიეს სალაჰ აბდელისლამის, ერთ-ერთი თავდამსხმელის, რომელიც პარიზიდან ბრიუსელში დაბრუნდა და იმალება, ძმის, თითის ანაბეჭდებს. ბინაში ნახეს ასევე სხვა საგნები, რომლებიც ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაქმნელად შეიძლებოდა გამოეყენებინათ. ცნობას შეიცავს ბელგიის პროკურატურის განცხადება, რომლიც პარასკევს გამოქვეყნდა. გამოძიება თვლის, რომ პარიზის ტერაქტების მომზადება ნაწილობრივ მოხდა ბელგიაში, სადაც ათი პირია დაკავებული.

XS
SM
MD
LG