Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლმა სირიაში დედა დასაჯა სიკვდილით


სირიაში „ისლამული სახელმწიფოს“ მებრძოლმა საკუთარი დედა დასაჯა სიკვდილით საჯაროდ, რადგან ის შეევედრა, მიეტოვებინა ეს ექსტრემისტული გაერთიანება. ამის თაობაზე იტყობინება სირიის უფლებადაცვის სამეთვალყურეო სამსახური. 20 წლის ალი საყრმა საკუთარ დედას, ლინას, ესროლა ასეულობით ადამიანის თანდასწრებით, ფოსტის შენობის წინ,სადაც დედა მუშაობდა. ინციდენტი მოხდა 7 იანვარს, რაყაში, სადაც „ისლამური სახელმწიფოა“ გამაგრებული. ცნობით, საყრმა დედა ჩააბარა „ისლამური სახელმწიფოს“, ასე ვთქვათ, ხელისუფლებას, რომელმაც დააპატიმრა დედა და ბრალად დასდო მას „განდგომა“. „ისლამურმა სახელმწიფომ“ ასეულობით ადამიანი დასაჯა სიკვდილით იმის გამო, რომ "მტერთან" ითანამშრომლეს, ან განუდგნენ ისლამის ულტრა-კონსერვატულ გაგებას. ბევრი დახოცეს იმის გამო, რომ იყვნენ ჰომოსექსუალები, მისდევდნენ მაგიას, ან განდგომის გამო.

XS
SM
MD
LG