Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში პატივი მიაგეს ტერორიზმის მსხვერპლთ


საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ხელმძღვანელობდა ცერემონიას, რომლითაც პატივი მიაგეს გასულ წელს ტერორისტთა თავდასხმების შედეგად დაღუპული 150 ადამიანის ხსოვნას. 10 იანვარს ოლანდმა და პარიზს მერმა ან იდალგომ პარიზის რესპუბლიკის მოედანზე საბურველი ჩამოხსნეს მემორიალურ დაფას იმ ხის ძირში, რომელიც დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დაირგო სოლიდარობის სკვერში. ცერემონია ნაწილია იმ ერთკვირიანია ღონისძიებებისა, რომლებითაც საფრანგეთი აღნიშნავს სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციასა და ებრაელთა მაღაზიაზე შარშან მოწყობილი თავდასხმის წლისთავს. ფრანგები იხსენებენ, ასევე, იმ 130 დაღუპულს, რომლებიც ემსხვერპლნენ გასული წლის ნოემბერში პარიზის სტადიონთან, კაფეებსა და როკკონცერტის მსვლელობის დროს განხორციელებულ, კოორდინირებულ თავდასხმებს. თავდასხმებისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“.

XS
SM
MD
LG