Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრაგიკულად დაიღუპა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორი


რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, 9 იანვარს დაიღუპა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურორი მერაბ ჩიგოევი. როგორც იუწყებიან, მოხელეს, რომელიც საკუთარ ავტომანქანაში ჯდებოდა, გამვლელი მანქანა დაეჯახა. ჩიგოევი დე-ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი ვიცე-პრემიერის შვილის ქორწილში იმყოფებოდა და სახლში აპირებდა დაბრუნებას. ჩიგოევი ინციდენტიდან მალევე, საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. დამნაშავე მძღოლი დააკავეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, იგი ნასვამი იყო.

XS
SM
MD
LG