Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში გაიხსნა პირველი ტექნოლოგიური პარკი


საქართველოში გაიხსნა ტექნოლოგიური პარკი, რომელიც ემსახურება ინოვაციების ხელშეწყობასა და ტექნოლოგიების განვითარებას. ცნობების თანახმად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ეძლევა შესაძლებლობა, მიიღოს დახმარება იდეის დამუშავებიდან მის პროტოტიპად ჩამოყალიბებამდე და ბიზნესად განვითარებამდე. იუწყებიან აგრეთვე, რომ ტექნოლოგიური პარკის საშუალებით, სახელმწიფო წაახალისებს საქართველოში ისეთი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შედინებას, რომელთა მთავარი ამოცანა არის მოწინავე ტექნოლოგიების შეტანა-დანერგვა. ოქროყანაში ტექნოლოგიური პარკის გახსნაზე გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამ ახალ ობიექტს უწოდა „პირდაპირი ინვესტიცია საქართველოს მომავალში“. მისივე თქმით, პროექტი 5 მილიონი ლარი დაჯდა.

XS
SM
MD
LG