Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლის ცენტრში აფეთქება მოხდა


გავრცელებული ცნობებით, სტამბოლის ცენტრალურ სულთან აჰმეტის რაიონში მდებარე სკვერში, რომელიც ტურისტების ერთ-ერთი მთავარი თავშესაყარია, აფეთქება მოხდა. პოლიციამ აფეთქების შემდეგ სკვერს ალყა შემოარტყა. იუწყებიან, რომ საავადმყოფოშია გადაყვანილი რამდენიმე დაჭრილი ტურისტი. სულთან აჰმეტის რაიონში განლაგებულია სტამბოლის ცნობილი ღირსშესანიშნაობები: აია სოფიას ტაძარი, ცისფერი მეჩეთი და თოფკაპის სასახლე. ამ აფეთქების ფონია ქვეყნის მასშტაბით მომხდარი სერია თავდასხმებისა, რომელიც ოქტომბერში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ტერაქტით დაიწყო.ორი თვითმკვლელი მოიერიშის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს მაშინ 100 ადამიანი შეეწირა. ქვეყნის პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმებში ბრალი ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ ედება.

XS
SM
MD
LG