Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმის ხელისუფლებამ გადაწყვიტა შეუერთდეს თურქეთის წინააღმდეგ რუსეთის სანქციებს


ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობამ გადაწყვიტა შეუერთდეს თურქეთის წინააღმდეგ რუსეთის სანქციებს. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს და საბაჟო კომიტეტს დაავალა 20 იანვრამდე წარმოადგინონ წინადადებები თურქეთიდან ცალკეული სახეობის საქონლის იმპორტის დროებით შეზღუდვისთვის. ამავე განკარგულებით, აიკრძალება თურქული კომპანიების მონაწილეობა აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ორწლიანი პროგრამით განსახორციელებელ სახელმწიფო პროექტებში და შეიზღუდება თურქეთის არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობა. დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი არტურ მიქვაბია თავის განკარგულებაში აღნიშნავს, რომ თურქეთის საწინააღმდეგო ზომების მიღებას განაპირობებს რუსეთთან „მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების“ მეოთხე მუხლი, რომელიც საგარეო პოლიტიკის კოორდინირებულად წარმართვას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG