Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭო საქართველოს მოუწოდებს სასამართლო სისტემაში მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ


ევროსაბჭოს შეფასებით, საქართველომ გარკვეულ წინსვლას მიაღწია სასამართლო სისტემის რეფორმის კუთხით, მაგრამ შეშფოთებას იწვევს რამდენიმე საკითხი, მათ შორის მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის პროცესის ნაკლოვანებები და წინასწარი პატიმრობის გამოყენება და გახანგრძლივება ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. ამის შესახებ ნათქვამია ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ნილს მუჟნიეკსის ანგარიშში, რომელიც 12 იანვარს გამოქვეყნდა. მუჟნიეკსის შეფასებები გამოთქმულია საქართველოში 2015 წლის ნოემბერში ვიზიტის ფარგლებში შეგროვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ევროსაბჭოს კომისარი კრიტიკას გამოთქვამს საქართველოში უმცირესობათა უფლებების შელახვის გამოც. ანგარიშში საუბარია, მაგალითად, რელიგიურ უმცირესობათა უფლებების შელახვაზე – მუსლიმთა თუ იეღოვას მოწმეთა ინტერესების წინააღმდეგ განვითარებულ მოვლენებზე, სადაც ძალადობა იკვეთება.

XS
SM
MD
LG