Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით, "გაზპრომთან" ხელშეკრულების გაფორმება შესაძლოა, გადაიქცეს უმძიმეს საფრთხედ


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით, კომპანია "გაზპრომთან" ხელშეკრულების გაფორმება შესაძლოა, გადაიქცეს უმძიმეს საფრთხედ საქართველოს ენერგეტიკული სტაბილურობისა და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. "გამომდინარე აზერბაიჯანული კომპანიის, „სოკარის“ განცხადებიდან, აღარ რჩება არანაირი პოლიტიკური და ეკონომიკური ლოგიკა, რომ საქართველომ განაგრძოს მოლაპარაკებები "გაზპრომთან" და გაზარდოს ოკუპანტი ქვეყნის ენერგეტიკული წილი ქართულ ენერგეტიკულ ბაზარზე“ - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა. მისი თქმით, თუ „გაზპრომთან“ მოლაპარაკება გაგრძელდება, ამ ფაქტს „ნაციონალური მოძრაობა“ განიხილავს კომპანიის აქციონერის, ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის ხელისუფლების გარიგებად საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე პირადი გამდიდრების მიზნით.

XS
SM
MD
LG