Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს შსს-მ დაიწყო ტელეკომპანია "ტაბულის" ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტის გამოძიება


საქართველოს შსს-მ დაიწყო ტელეკომპანია "ტაბულის" ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტის გამოძიება. სააგენტო ინტერპრესნიუსს სამინისტროდან აცნობეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რომელიც ადამიანის ცემას შეეხება. ტელეკომპანია „ტაბულის“ ჟურნალისტების განცხადებით, 12 იანვარს, საღამოს, რესტორანში ვახშმობისას, თავს დაესხნენ უცნობი პირები და პროფესიული საქმიანობის გამო მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დაზარალებული ჟურნალისტები სამართალდამცავებმა უკვე დაკითხეს.

XS
SM
MD
LG