Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი უარს ამბობს ბირთვული უსაფრთხოების სამიტში მონაწილეობაზე


რუსეთმა განაცხადა, რომ მონაწილეობას არ მიიღებს ვაშინგტონში, მარტის ბოლოსთვისა და აპრილის დამდეგისთვის დაგეგმილ სამიტში, რომელიც ბირთვული უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნება. როგორც კრემლის საგარეო უწყების პრესმდივანმა მარია ზახაროვამ განაცხადა ოთხშაბათს, ბირთვული უსაფრთხოების სამიტებმა თავისი შესაძლებლობები ამოწურა და მოსკოვმა გადაწყვიტა, უარი თქვას მოახლოებულ შეხვედრაში მონაწილეობაზე. ზახაროვას თქმით, რუსეთი კვლავინდებურად მხარს უჭერს ბირთვული უსაფრთხოების განმტკიცებას, მაგრამ მიიჩნევს, რომ ამ სფეროში ძალისხმევის კოორდინაციის საქმეში ცენტრალურ როლს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო უნდა ასრულებდეს. ვაშინგტონში დაგეგმილი ბირთვული უსაფრთხოების სამიტი რიგით მეოთხეა. რუსეთი წინა სამი შეხვედრის უცვლელი მონაწილე იყო.

XS
SM
MD
LG