Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო აცხადებს, რომ კიევი წელს აღადგენს კონტროლს აღმოსავლეთ უკრაინაზე


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ წელს აღდგება კონტროლი აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებზე, რომლებიც ახლა სეპარატისტების ხელშია. პოროშენკომ 14 იანვარს უთხრა ჟურნალისტებს, რომ "უნდა აღდგეს უკრაინის სუვერენობა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე". იქვე პოროშენკომ „პრიორიტეტად“ მოიხსენია რუსეთისაგან ყირიმის დაბრუნების უზრუნველყოფა. მისი თქმით, ნახევარკუნძულის დეოკუპაცია უნდა მოხდეს საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით და ევროკავშირისა და შეერთებული შტატების დახმარებით. 2015 წლის იანვარში მიზნად დავისახეთ გადარჩენა, 2016 წლის იანვარში მიზნად წარმატება გვაქვსო, - თქვა მან.

XS
SM
MD
LG