Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო: ყირიმს ელექტრომომარაგება აღუდგება მას შემდეგ, რაც ის უკრაინას დაუბრუნდება


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგინოს ყირიმს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნახევარკუნძული, რომლის ანექსიაც რუსეთმა მოახდინა, ისევ უკრაინას დაუბრუნდება. ყირიმი თვეზე მეტია რეგულარული ელექტრომომარაგების გარეშე. ამ თემას პოროშენკო 14 იანვარს ყოველკვირეულ პრესკონფერენეციაზე შეეხო. რუსეთი უარს ამბობს, შეასრულოს უკრაინის პირობა 1 იანვარს ვადაგასული კონტრაქტის განახლების მიზნით, რათა აღდგეს ყირიმის ელექტრომომარაგება. პოროშენკოს თქმით, უკრაინა მზად არის ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად, მაგრამ ახალ კონტრაქტში ჩაწერილი უნდა იყოს, რომ ყირიმი არის უკრაინის „ავტონომიური რესპუბლიკა".

XS
SM
MD
LG