Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის და რუსეთის წარმომადგენლებმა უკრაინაზე ილაპარაკესკალინინგრადის მახლობლად


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა და კრემლის მრჩეველმა, ვლადისლავ სურკოვმა 15 იანვარს იმსჯელეს უკრაინის კრიზისის გარშემო კალინინგრადის მახლობლად. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, მოლაპარაკება შედგა დახურულ კარს მიღმა პიონერსკიში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ჯონ კირბის თანახმად, ნულანდმა და სურკოვმა ისაუბრეს მინსკის შეთანხმების სრული განხორცილების საჭიროებაზე.„ფრანსპრესს“ ინკოგნიტო წყარომ, რომელიც ამ საქმესთან არის კავშირში, განუცხადა, რომ შეხვედრა შედგა რუსეთის ტერიტორიაზე, რადგან სურკოვის მიმართ მოქმედებს სანქციები, რომლებიც ევროკავშირმა დაუწესა რუს ოფიციალურ პირებს უკრაინის მიმართ მოსკოვის პოლიტიკის გამო.

XS
SM
MD
LG