Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გათავისუფლებულმა ამერიკელებმა დატოვეს თეირანი


ოთხმა ამერიკელმა, რომლებიც ირანის ციხეებიდან გაათავისუფლეს პატიმართა გაცვლის ოპერაციის ფარგლებში, უკვე დატოვა თეირანი. ამ ინფორმაციას აშშ-ის ოფიციალური პირი და ირანის სახელმწიფო მედია 17 იანვარს ავრცელებენ. ოთხეულს შეადგენენ „ვაშინგტონ პოსტის“ თეირანის ბიუროს ხელმძღვანელი, ჯეისონ რეზაიანი, აიდაჰოელი პასტორი საიდ აბედინი, აშშ-ის საზღვაო ძალების ყოფილი წევრი, მიჩიგანელი ამირ ჰეჯმათი და ნოსრათოლა ხოსრავი-რუდსარი. საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ინკოგნიტოდ დატოვებული აშშ-ის ოფიციალური პირის სიტყვებს, რომ ოთხეულმა თეირანი შვეიცარიის თვითმფრინავით დატოვა. „ვაშინგტონ პოსტი“ ადასტურებს, რომ რეზაიანმა „უსაფრთხოდ დატოვა“ ირანი ცოლთან, იეგანე სალეჰისთან ერთად. რეზაიანმა წელიწადზე მეტი დაჰყო ირანის ციხეში ჯაშუშობის ბრალდებით, რომელსაც თავად უარყოფდა. „მოხარული ვართ, რომ ჯეისონის და მისი ოჯახის 545 დღიანი კოშმარი როგორც იქნა დასრულდაო“, ამბობს გაზეთის გამომცემელი, ფრედ რაიანი, გავრცელებულ განცხადებაში. მეხუთე პატიმარი, ამერიკელი სტუდენტი მეთიუ ტრევთიკი, ცალკე გაათავისუფლეს. ხუთი ამერიკელის გათავისუფლების შესახებ ირანმა გამოაცხადა 16 იანვარს - იმ დღეს, როცა ირანს ამავდროულად მოეხსნა საერთაშორისო სანქციები. პატიმართა გაცვლის შეთანხმების ფარგლებში აშშ-მა 16 იანვარს შეიწყალა შვიდი ირანელი, რომელთაგან ექვსი ორმაგ, ირანისა და აშშ-ის მოქალაქეობას ფლობს.

XS
SM
MD
LG