Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში 11 ადამიანი დაიღუპა პოლიციის ბლოკ-პოსტზე თავდასხმისას


პაკისტანელი ოფიციალური პირების განცხადებით, ქალაქ ფეშავართან პოლიციის ბლოკპოსტზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა 11 და დაიჭრა 17 ადამიანი. აფეთქება მოეწყო ფეშავარიდან ხიბერის უღელტეხილისა და მეზობელი ავღანეთისაკენ მიმვალ გზაზე. ფეშავარის პოლიციის ოფიციალური წარმომადგენლის ცნობით, დაღუპულებს შორის არიან სამოქალაქო პირებიც, მათ შორის ერთი ბავშვი. ამავე წყაროს ცნობით, თავდასხმა, როგორც ჩანს თვითმკვლელმა მოაწყო იმ მომენტში, როცა ბლოკ-პოსტზე მივიდა ადგილობრივი პოლიციის უფროსი. სხვა წყაროები იუწყებიან, რომ დაღუპულებს შორის არის პოლიციის უფროსიც. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. ფეშავარი ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში მდებარეობს.

XS
SM
MD
LG