Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში მიმართავენ ზომებს ეროვნული ვალუტის გასამყარებლად


აზერბაიჯანის პარლამენტმა დაამტკიცა ზომები ეროვნული ვალუტის, მანათის გასამყარებლად მას შემდეგ, რაც გასულ თვეში მან დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების მესამედი დაკარგა. მანათის გასამყარებლად მიღებულ ზომებს შორის არის აზერბაიჯანიდან უცხოური ვალუტის გადინების შეზღუდვა. ამავე დროს 20%-ანი გადასახადი დაწესდა უცხოეთში პირდაპირ ინვესტიციებსა და უძრავი ქონების შეძენაზე. ბოლო ხანს აზერბაიჯანმა უცხოური ვალუტის რეზერვების ნახევარზე მეტი დახარჯა ნავთობის გაიაფების ფონზე მანათის გასამყარებლად. ნავთობსა და გაზზე მოდის აზერბაიჯანის სახელმწიფო შემოსავლების 75%. ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის, ელმან რუსტამოვის განცხადებით, აზერბაიჯანში ამიერიდან შესაძლებელია რამდენიმე, კერძოდ, შვიდამდე ბანკის გაერთიანება საბანკო სექტორში შექმნილი რთული ვითარებისთვის თავის გასართმევად. მისი ინფორმაციით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა უკვე გამოთქვეს ინტერესი ბანკების ზოგ გაერთიანებაში მონაწილეობის მიმართ.

XS
SM
MD
LG