Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავოსი მასპინძლობს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს


შვეიცარიის სამთო კურორტ დავოსში, სადაც დღეს იწყება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, ბიზნესისა და პოლიტიკური ლიდერები იკრიბებიან. ფორუმზე განსახილველ საკითხებს შორის არის მიგრაციის კრიზისის გავლენა ევროკავშირის მომავალზე, ბრძოლა ისლამისტ ექსტრემისტებთან, გლობალური დათბობა და ეკონომიკური გამოწვევები ნავთობის გაუფასურების და ჩინეთში ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე. დღეს დილას შვეიცარიაში ჩაფრინდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, სერგეი ლავროვთან შესახვედრად. მოსალოდნელია, რომ კერი მოითხოვს მეტ წინსვლას აღმოსავლეთ უკრაინაში მთავრობის ჯარებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის კონფლიქტის მოსაგვარებლად. ლავროვთან შეხვედრის შემდეგ ჯონ კერი დავოსის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG