Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული რუბლის კურსი დაღმასვლას განაგრძობს


რუსეთის ეროვნული ვალუტა, რუბლი მორიგ სარეკორდოდ დაბალ მაჩვენებელზეა: 20 იანვარს ერთი ამერიკული დოლარის ფასმა 80,90 რუბლს გადააჭარბა, ერთი ევროს ფასმა კი 88 რუბლს. აქამდე რუბლის სარეკორდოდ დაბალ კურსად ითვლებოდა 80,10 დოლარი, რომელიც 2014 წლის დეკემბერში აღირიცხა. რუბლის კურსის დაცემის ფონია მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფება და რუსეთის ეკონომიკაზე ამ პროცესის უარყოფითი ზემოქმედება. 20 იანვარს ბარელი ნავთობის ფასად 27,84 დოლარი დაფიქსირდა. რუსეთის ეკონომიკას ტვირთად აწევს დასავლეთის სანქციებიც, რომლებიც შემოღებულია უკრაინის მიმართ რუსეთის მოქმედების გამო.

XS
SM
MD
LG