Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში ხუთი ადამიანი დაიღუპა რუსეთის საელჩოსთან აფეთქების შედეგად


ავღანეთის მედიის ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაიღუპა ქაბულში რუსეთის საელჩოს მახლობლად დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. რუსეთის საელჩო აცხადებს, რომ მისი დიპლომატიური მისიის თანამშრომლებიდან არავინ დაშავებულა. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო. აფეთქების შედეგად ცეცხლი წაეკიდა რუსეთის საელჩოსთან მდებარე შენობას. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.

XS
SM
MD
LG