Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში შვიდი ადამიანი დაიღუპა ტელევიზიის მიკროავტობუსზე თავდასხმისას


ქაბულში, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი დიღუპა ტელეარხ „ტოლო ნიუსის“ მიკროავტობუსის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმის შედეგად. თავდასხმა თვითმკვლელმა ამფეთქებელმა მოაწყო დანაღმული ავტომანქანით, რუსეთის საელჩოს მახლობლად. არიან დაჭრილები. „ტოლო ნიუსმა“ ჩვენს რადიოს შეატყობინა, რომ დაღუპულებს შორის მისი თანამშრომლებიც არიან. რუსეთის საელჩო აცხადებს, რომ მისი დიპლომატიური მისიის თანამშრომლებიდან არავინ დაშავებულა. აფეთქების შედეგად ცეცხლი წაეკიდა რუსეთის საელჩოსთან მდებარე შენობას. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.

XS
SM
MD
LG