Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის პარლამენტზე საპროტესტო შტურმის შედეგად დაშავდა ათი ადამიანი


კიშინიოვიდან გავრცელებული ცნობების თანახმად, ათი ადამიანი დაშავდა და ქალაქის საავადმყოფოში მოხვდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ათეული დემონსტრანტი მცირე დროით შეიჭრა პარლამენტის შენობაში და ვადამდელი არჩევნების გამართვა მოითხოვა. დემონსტრანტები შენობის შესასვლელში შეიჭრნენ მას შემდეგ, რაც პარლამენტარებმა დაამტკიცეს ახალი, პრო-ევროპული მთავრობა. დემონსტრანტებს შენობის სიღრმეში შეჭრის საშუალება პოლიციის სპეცრაზმმა არ მისცა. შვიდ პოლიციელს და სამ სხვა პირს მკურნალობენ თავის არეში მიღებული ტრავმების გამო. დაშავებულებს შორის არიან ლიბერალური პარტიის ხელმძღვანელი და ყოფილი დროებითი პრეზიდენტი, მიჰაი ღიმპუ და ღირსებისა და სიმართლის პლატფორმის ლიდერი, კირილ მოტპანი - რომელიც ამავე დროს მოლდავეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში უწინ პრესსამსახურის ხელმძღვანელად მუშაობდა. მოტპანი დემონსტრანტებს შენობის დატოვებისკენ მოუწოდებდა, როცა თავის ტრავმა მიიღო. პარლამენტმა 20 იანვარს დაამტკიცა ახალი მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც უხელმძღვანელებს პაველ ფილიპი, მმართველი დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელის მოადგილე.წინა მთავრობა, რომელსაც ვალერიუ სტრელეტი ხელმძღვანელობდა, 2015 წლის ოქტომბერში გადააყენეს, საბანკო სკანდალის ფონზე. მას შემდეგ უშედეგოდ დასრულდა ახალი პრემიერ-მინისტრის დასახელების ორი მცდელობა.

XS
SM
MD
LG