Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიამ გააუქმა სანქციები ირანის წინააღმდეგ


იაპონიამ 22 იანვარს გააუქმა ირანის წინააღმდეგ სანქციები. იაპონიას სურს, რომ გააგრძელოს ორმხირივი ურთიერთობა ირანთან, რომელიც ხელს შეუწყობს ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობას, განაცხადა იაპონიის სახელმწიფო მინისტრმა აიოშიჰიდე სუგამ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ტოკიოში. იაპონიაში ხელს მოაწერენ საინვესტიციო შეთანხმებას თეირანთან, რასაც აქამდე სანქციები აფერხებდა. იაპონიის Suzuki Motors კორპორაციამ კი ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ იგი ფიქრობდა ირანის ბაზარზე დაბრუნებას. შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და გაერომ გააუქმა სანქციები ირანის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ 16 იანვარს განაცხადა, რომ თეირანმა შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები ბირთვული შეთანხმების შესახებ.

XS
SM
MD
LG