Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატის განცხადებით, ბესიკ ხარძიანის ოჯახი გამოძიებით კმაყოფილია


ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის ოჯახი გამოძიებით კმაყოფილია, თუმცა ელოდება გაიგოს, ვინ დაუკვეთა მკვლელობა - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ხარძიანების ოჯახის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ. ჟურნალისტების შეკითხვას, რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება, ადვოკატმა უპასუხა, რომ დეტალებს ვერ დაასახელებს, თუმცა პროკურატურა ყველა ვერსიას იკვლევს. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობა გახსნილად 21 იანვარს გამოაცხადა. პროკურატურის ინფორმაციით, 2015 წლის 28 მარტს, ბესიკ ხარძიანი თბილისში მოკლა უკრაინის მოქალაქემ ოლეკსანდრ დამეტოვმა, რომელიც დაკვეთილი დანაშაულის ჩასადენად საქართველოში 2015 წლის 13 იანვარს, კიევიდან ჩამოვიდა თანამზრახველთან, რუსეთის მოქალაქე ოლეგ დოევთან ერთად. პროკურატურის განცხადებით, ამ პირებს ოფიციალური ბრალი დაუსწრებლად ჯერ კიდევ შარშან აპრილში წარედგინა და მას შემდეგ იძებნებიან.

XS
SM
MD
LG