Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი ამბობს, რომ გარკვეული ნაბიჯების შემდეგ რუსეთს შესაძლოა სანქციები წელს მოეხსნას


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის თქმით, ვაშინგტონმა შეიძლება მიმდინარე წელს იმსჯელოს რუსეთისთვის უკრაინის ძალადობაში შესრულებული როლის გამო დაწესებული სანქციების მოხსნაზე. თუ მოსკოვი შეასრულებს მინსკის სამშვიდობო შეთანხმების პირობებს. დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას 22 იანვარს კერიმ თქვა, რომ ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამ კვირაში დავოსში შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს და შეთანხმებების შესრულების საკითხზე იმსჯელეს. კერის თქმით, „ძალისხმევით და პრობლემის გადაჭრის გულწრფელი მისწრაფებით ორივე მხარეს, შესაძლებელია მომავალ თვეებში მინსკის შეთანხმება ამოქმედდეს და მივაღწიოთ ვითარებას, რომელშიც სანქციები შესაბამისად მოიხსნება, რადგან შეთანხმება სრულად იქნება შესრულებული.“ვაშინგტონი სანქციების მოხსნას უკავშირებს მინსკის შეთანხმების სრულად შესრულებას. შეთანხმებას გასული წლის თებერვალში მიაღწიეს უკრაინამ, რუსეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ, მას შემდეგ, რაც დაირღვა ზავი უკრაინის ძალებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის. შეთანხმების პირობები ითვალისწინებს ზავის ამოქმედებას, მძიმე შეიარაღების გატანას, პატიმართა გაცვლას, ადგილობრივ არჩევნებს მეამბოხეების მიერ დაკავებულ ადგილებში აღმოსავლეთ უკრაინაში და მეტ ავტონომიას ამ რეგიონებისთვის. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მიმდინარე თვეში ინტერვიუში თქვა, სანქციებს „დიდი ზიანი მოაქვს რუსეთისთვისო“.

XS
SM
MD
LG