Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ზოგიერთ შტატში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა დიდი თოვლის გამო


აშშ-ის სამხრეთის და აღმოსავლეთის ათ შტატში დიდი თოვლის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, გაუქმდა ათასობით ავიარეისი. ღრმათოვლმა დაფარა ტერიტორია, სადაც დაახლოებით 85 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის, დედაქალაქი ვაშინგტონი, სადაც მოელიან, რომ თოვლის საფარი 60 სანტიმეტრზე მეტი იქნება. სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა ავარიების დროს. ამინდის სამსახურის თანახმად, 24 იანვარს მოსალოდნელია ძლიერი ქარიც, რომელიც საფრთხეს მომტანია და ის, სამსახურის ხელმძღვანელის, ლუის უჩელინის თქმით, გავლენას იქონიებს არეალზე, სადაც 50 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. მისივე თანახმად, ზარალი, რომელიც მოჰყვება უამინდობას, მილიარდ დოლარს მიაღწევს.

XS
SM
MD
LG