Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერიმ და ლავროვმა ტელეფონით ისაუბრეს სირიის გარშემო


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, სატელეფონო საუბარი გამართეს გაეროს შუამავლობით, სირიის შესახებ მომავალი კვირისთვის, ჟენევაში დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკების გარშემო. კერი საუდის არაბეთს სტუმრობდა და იქ შეხვდა სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ გაეროს შუამავლობით დაგეგმილ შეხვედრაში სირიის მთავრობის წარმომადგენლებთან. საკითხი, თუ ვინ იქნებიან სირიის ოპოზიციიურ ჯგუფში, გაურკვევლად რჩება. 20 იანვრის შეხვედრაზე, კერიმ და ლავროვმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და იტყობინებოდნენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს ოპოზიციის ნამდვილი წარმომადგენლების დელეგაციის შექმნას. გასულ კვირას, სირიის ოპოზიციურმა ჯგუფებმა წარმოადგინეს დელეგაცია, რომლის თავმჯდომარე იქნება ისლამისტური ჯგუფი, რომელსაც საუდის არაბეთი უჭერს მხარს, და რომელიც რუსეთში ტერორისტულ ჯგუფადაა მიჩნეული. ჟენევაში მოლაპარაკება 25 იანვარს უნდა დაიწყოს.

XS
SM
MD
LG