Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში დაბომბვებს 40 ადამიანი ემსხვერპლა


სირიის აქტივისტების ცნობით, ამ ქვეყნის აღმოსავლეთში, სულ მცირე 40 ადამიანი იქნა მოკლული საავიაციო იერიშების შედეგად, რომლებიც ორ სხვადასხვა სოფელზე განხორციელდა. 30 ადამიანი ემსხვერპლა იერიშს სოფელ თაბიაზე, ხოლო ათი - სოფელ ბულეილის დაბომბვას. ბრიტანეთიდან მოქმედი მეთვალყურეთა ჯგუფის თქმით, სოფლებს 16 იანვრიდან ბომბავდნენ სირიის და რუსეთის თვითმფრინავები, მაგრამ ცნობა დამოუკიდებელი წყაროს მიერ არ დადასტურებულა. რეგიონ დეირ ალ-ზურს, სადაც სოფლები მდებარეობს, ექსტრემისტებთა არმია,„ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს.

XS
SM
MD
LG