Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობა ელექტროენერგიას გრაფიკით მიიღებს


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობა 25 იანვრიდან სამი თვის განმავლობაში ელექტროენერგიას გრაფიკით მიიღებს. ადგილობრივი კომპანიის, „ჩერნომორენერგოს“ დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადებით, „ენგურჰესში“ წყლის დონე შემცირებულია და გრაფიკის გარეშე წელს მარტიდან აფხაზეთი, შესაძლოა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს. ასლან ბასარიას განმარტებით, „ენგურჰესი“ ელექტროენერგიის ძირითად მოცულობას გამოიმუშავებს ზაფხულში, რომელიც შარშან გვალვიანი იყო და დასავლეთ საქართველოში მდებარე ჯვრის წყალსაცავში წყლის დონე 17 მეტრით შეამცირა. „ჩერნომორენერგოს“ დირექტორის, ასლან ბასარიას ინფორმაციით, შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, აფხაზეთში იძულებით დაწესებული გრაფიკი 15 აპრილამდე იმოქმედებს. ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება რაიონების მიხედვით, დღისა და ღამის განმავლობაში მონაცვლეობით შეუწყდება ორ-ორი საათით.

XS
SM
MD
LG