Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდთოვლობის გამო რამდენიმე რეგიონის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერდა


დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა საქართველოს რამდენიმე რეგიონის საჯარო სკოლებში. განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის ინფორმაციით, სწავლის პროცესი მინიმუმ ორი დღით შეწყდა ბათუმის, ქობულეთის და ხელვაჩაურის ყველა და ქედის მუნიციპალიტეტის ათ სკოლაში, ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების 48 და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 15 საჯარო სკოლაში. ლია გიგაურის განმარტებით, განათლების სამინისტრო სასწავლო პროცესის განახლების გადაწყვეტილებას მეტეოროლოგიური პირობების შესაბამისად მიიღებს.

XS
SM
MD
LG