Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის პრემიერი არ აპირებს გადადგომას და დემონსტრანტებს სიმშვიდისაკენ მოუწოდებს


მოლდავეთის ახალი პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი სიმშვიდისაკენ მოუწოდებს დემონსტრანტებს, რომლებიც მის გადადგომას მოითხოვენ და აცხადებს, რომ კი არ გადადგება, არამედ იბრძოლებს საზოგადოებრივი ნდობის დასაბრუნებლად. ფილიპმა 26 იანვარს ბუქარესტში ვიზიტის დროს უთხრა ჟურნალისტებს, რომ ქვეყნის ელიტას ეკისრება პასუხისმგებლობა პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც ბოლო კვირებში მასობრივი საპროტესტო აქციებით გამოიხატა. გასული კვირის ბოლოს 40 ათასამდე დემონსტრანტი გავიდა ქუჩებში მოლდავეთში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით - სულ რამდენიმე დღეში ახალი, ბოლო წლის განმავლობაში უკვე მესამე მთავრობის ინაუგურაციის შემდეგ. პრემიერ-მინისტრმა პაველ ფილიპმა ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორპაცია "ბი-ბი-სი"-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ არ აპირებს გადადგომას და რომ მოლდავეთს სასწრაფოდ სჭირდება სტაბილური მთავრობა „ღრმა ეკონომიკური და სოციალური კრიზისის“ თავიდან ასაცილებლად. მისივე თქმით, ზომებს მიმართავენ იმ დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც „წითელ ხაზს გადააბიჯებენ და ძალადობას დაიწყებენ“. მოლდავეთი კრიზისშია გასული წლიდან, როცა ფართომასშტაბიანი კორუფციის გამოაშკარავებას საპროტესტო აქციები და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვლადი ფილატის დაპატიმრება მოჰყვა.

XS
SM
MD
LG