Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე 6 კანდიდატია წარდგენილი


პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე 6 კანდიდატია წარდგენილი, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. აბაშიშვილის თქმით , 27 იანვარს დასრულდა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის ღია პროცესის მორიგი ეტაპი, კერძოდ, კანდიდატურების წარდგენა. მისი თქმით, ამჯერად წარდგენილია 6 კანდიდატი: გიორგი ფაილოძე, არჩილ იაკობაშვილი, გიორგი ბაქრაძე, თემო ჭეიშვილი, მაია მელიქიძე და კობა გვენეტაძე. როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ გიორგი ქადაგიძეს თებერვლის ბოლოს უფლებამოსილების ვადა ეწურება. საბჭოში მისი შემცვლელის შერჩევას პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსულტაციების საფუძველზე ცდილობს.

XS
SM
MD
LG