Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სასამართლომ სანქციები მოუხსნა იანუკოვიჩის მოკავშირეებს


ევროკავშირის საერთო სასამართლომ განაცხადა, რომ ბლოკმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ქონება გაუყინა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ხუთ ახლო მოკავშირეს. სასამართლოს 28 იანვრის გადაწყვეტილება ეხება უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრებს, მიკოლა აზაროვს და სერგეი აბრუზოვს, აზაროვის ვაჟს, ალექსეის, ენერგეტიკის ყოფილ მინისტრ ედუარდ სტავიტსკის და ბიზნესმენ სერგეი კლიუევს. ეს ხუთეული ევროკავშირმა 2014 წლის მარტში შეიყვანა იმ პირების შავ სიაში, რომლებიც ბიუჯეტის ფულის მითვისებაში იყვნენ ეჭვმიტანილი, სახალხო გამოსვლებით იანუკოვიჩის რეჟიმის დამხობამდე. სასამართლოს განცხადებით, ხუთეულის სიაში შეყვანის საფუძველი იყო მხოლოდ წერილი, რომელიც უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისიდან გაიგზავნა. თუმცა, ლუქსემბურგში განთავსებული სასამართლოს შეფასებით, 2014 წლის მარტით დათარიღებული ეს წერილი „არ შეიცავს დეტალებს სპეციფიკურად იმ საკითხების შესახებ, რომლებშიც ამ ხუთ უკრაინელს ადანაშაულებენ და არც მათი პასუხისმგებლობის ფორმას ასახავს“. სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა ორი თვის ვადაში გასაჩივრდეს.

XS
SM
MD
LG