Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაბნის საარჩევნო უბნებში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს


გარდაბნის რაიონის 64 საარჩევნო უბანში რიგგარეშე არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. როგორც იუწყებიან, რამდენიმე უბანში დაიწერა საჩივრები, რომელთა უმრავლესობა ეხება ტექნიკურ ხარვეზებს. გამგებლის თანამდებობაზე კენჭს იყრიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ბესიკ კახაბრიშვილი და კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი გოჩა ჯამარაული. გარდაბანში სულ 71 847 ამომრჩეველია, მათ შორის 688 ვაზიანის სამხედრო ბაზის სპეცუბანზე. გარდაბანში რიგგარეშე არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც შარშან ნოემბერში, 55 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა მუნიციპალიტეტის გამგებელი გარსევან ნიორაძე.

XS
SM
MD
LG