Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთში ორი ადამიანი მოკლეს შიიტურ მეჩეთზე თავდასხმისას


საუდის არაბეთში ორი ადამიანი მოკლეს და შვიდი დაჭრეს შიიტურ მეჩეთზე თავდასხმისას. თავდასხმა 29 იანვარს მოეწყო აღმოსავლეთში მდებარე რეგიონში, სადაც საუდის არაბეთის მკვიდრი შიიტების უმრავლესობა ცხოვრობს. საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა შეძლეს 29 იანვარს პარასკევის ლოცვის დროს ქალაქ მაჰასენში მდებარე მეჩეთში არ შეეშვათ ორი თვითმკვლელი ამფეთქებელი. როცა ისინი შეაჩერეს, ერთ-ერთმა თავი აიფეთქა მეჩეთის შესასვლელში, მეორე კი სამართალდამცველებმა ურთიერთსროლის შემდეგ დააკავეს. საუდის არაბეთში ადრეც მოუწყიათ შიიტებზე თავდასხმები ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოს“.

XS
SM
MD
LG