Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეპარატისტების უშიშროების სამსახურმა დონეცკში დააპატიმრა ჰუმანიტარული ორგანიზაციის უკრაინელი აქტივისტი


როგორც იტყობინებიან, ჰუმანიტარული ორგანიზაციის უკრაინელი აქტივისტი მარინა ჩერენკოვა სეპარატისტული ძალების უშიშროების სამსახურებმა დააპატიმრეს აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დონეცკში. აქტივისტებმა სოციალურ მედიაში გამოაქვეყნეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩერენკოვამ წუხელ გამოგზავნა ცნობა, რომელშიც ის წერს, რომ დაკავებულია ემ-გე-ბე-ს მიერ. იგულისხმება სეპარატისტთა უშიშროების სამინისტრო. მას მერე ჩერენკოვას შესახებ არაფერი ისმის. პოლიციამ აქტივისტებს განუცხადა, რომ ჩერენკოვა მათთან არ არის. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყებიდან ჩერენკოვა აქტიურად მონაწილეობდა აქციებში, რომლებიც დონეცკის კონფლიქტურ ზონაში სამოქალაქო პირთათვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას ისახავდა მიზნად.

XS
SM
MD
LG