Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მიმდინარეობს მოსამართლეთა მე-15 კონფერენცია


თბილისში მიმდინარეობს მოსამართლეთა მე-15, რიგგარეშე კონფერენცია. მას არ ესწრება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, მოსამართლე თამარ ალანიას განმარტებით, რიგგარეშე კონფერენცია მოსამართლეთა ასოციაციის გამგეობამ დაგეგმა. კონფერენციის დღის წესრიგშია სასამართლო ხელისუფლებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გარშემო ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების და სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის განხილვა. მართლმსაჯულების სახლთან, სადაც კონფერენცია მიმდინარეობს, საპროტესტო აქცია გამართა საქართველოს „ადვოკატთა ასოციაციამ.“ აქციის მონაწილეებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა მითხოვეს. „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის შეფასებით, საბჭოს ამჟამინდელი შემადგენლობა სააკაშვილის რეჟიმის გაგრძელებაა. "ევა გოცირიძე, კახა სოფრომაძე და ვახტანგ თორდია იმისთვის არ გამხდარან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, რომ თბილ სავარძლებში მოკალათებულიყვნენ და მხარი დაეჭირათ მოსამართლედ ლევან მურუსიძის არჩევისთვის“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

XS
SM
MD
LG