Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრემიერი მართავს შეხვედრას ეკონომიკური ზრდის გეგმის განსახილველად


რუსეთის პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი დღეს მართავს შეხვედრას 2016 წლის ეკონომიკური ზრდის სამოქმედო გეგმის განსახილველად. შეხვედრის მონაწილეებს შორის არიან ეკონომიკური განვითარების მინისტრი ალექსეი ულიუკაევი, ყველა ვიცე-პრემიერი და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, ელვირა ნაბიულინა. ულიუკაევის პროგნოზით, 2016 წლის ანტიკრიზისული გეგმა 750 მილიარდი რუბლით (9,6 მილიარდი დოლარით) დაფინანსდება. აქედან 2,5 მილიარდი დოლარი გამოიყოფა სარეზერვო ფონდებიდან. გასული წლისაგან განსხვავებით, რუსეთის ანტიკრიზისული გეგმა ფოკუსირებული იქნება არა საბანკო სექტორის, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებაზე.

XS
SM
MD
LG