Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტუსკმა წარმოადგინა ევროკავშირის რეფორმის პროექტი


ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა წარმოადგინა ევროკავშირის რეფორმის პროექტი, რომლითაც გამიზნულია ბრიტანეთის დარწმუნება, დარჩეს ევროკავშირის შემადგენლობაში. პროექტი ითვალისწინებს რამდენიმე სიახლეს, მათ შორის ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან ჩასული მიგრანტებისათვის სოციალური დახმარების შეწყვეტის შესაძლებლობას, რაც სადავო საკითხია. ასეთი შესაძლებლობა მიეცემა ევროკავშირის ყველა წევრს, რომელიც დაასაბუთებს, რომ სოციალური ხარჯების მხრივ მძიმე დატვირთვა აქვს. ამავე პროექტით, გაიზრდება ევროზონის არაწევრი ქვეყნების, მათ შორის ბრიტანეთის, როლი ევროზონაში გადაწყვეტილებებზე კონსულტაციების პროცესში - მაგრამ ვეტოს უფლების გარეშე. ტუსკის მიერ წარმოდგენილ პროექტზე 18-19 თებერვალს იმსჯელებენ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე. ბრიტანეთში წელს ივნისში გაიმართება რეფერენდუმი ევროკავშირში ქვეყნის დარჩენის საკითხზე.

XS
SM
MD
LG