Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში ოპოზიციის აქტივისტს პატიმრობა მიუსაჯეს


აზერბაიჯანის ნახიჭევანის სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სახალხო ფრონტის აქტივისტ სეინალაბდინ ბაგირზადეს, რომელიც 2012 წლის ნოემბერში დააკავეს და ბრალი წაუყენს სამართალდამცველებისათვის გაწეული ძალადობის გამო. ვინაიდან მანამდე ბაგირზადე პირობით სასჯელს იხდიდა ყალთაბანდობის გამო, სასამართლომ ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების რაოდენობით აზერბაიჯანი ერთ-ერთი ლიდერია პოსტსაბჭოთა სივრცეში.

XS
SM
MD
LG