Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში დაიღუპა რუსეთის სამხედრო მრჩეველი


1 თებერვალს სირიის ქალაქ ჰომსში, არმიის საწვრთნელ ცენტრზე განხორციელებული საარტილერიო დაბომბვის შედეგად, დაიღუპა რუსეთის სამხედრო მრჩეველი. როგორც „ნოვაია გაზეტა“ წერს რუსეთის სამხედრო უწყებაზე დაყრდნობით, მძიმედ დაჭრილი რუსი სამხედრო საავადმყოფოში გარდაიცვალა. რუს ოფიცერს, რომლის სახელიც არ ხმაურდება, სიკვდილის შემდეგ სახელმწიფო ჯილდო მიენიჭება. ეს სირიაში რუსეთის სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის მესამე შემთხვევაა. ამ ქვეყანაში რუსეთი გასული წლის სექტემბრიდან აწარმოებს საავიაციო იერიშებს სირიელი მეამბოხეების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG