Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ცნობებით, „ისლამური სახელმწიფო“ შედარებით სუსტდება ერაყსა და სირიაში, ძლიერია ლიბიაში


აშშ-ის დაზვერვის ახალი შეფასების თანახმად, ექსტრემისტული დაჯგუფება, „ისლამური სახელმწიფო“ შედარებით სუსტდება ერაყსა და სირიაში, თუმცა პოზიციებს იმყარებს ლიბიაში. ახალი მონაცემებით, რომლებიც თეთრმა სახლმა 4 თებერვალს გაავრცელა, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა რიცხვი 25,000-მდეა შემცირებული სირიასა და ერაყში, ჯგუფის ე.წ. „სახალიფოში“, მაშინ, როცა უწინდელი შეფასებით მათი რაოდენობა 31,000 იყო. კლება გამოწვეულია ბრძოლის ველზე განცდილი დანაკარგებით და დეზერტირობით, ისევე, როგორც აშშ-ის ხელმძღვანელობით წარმოებული კამპანიის პროგრესით. ეს კამპანია მიზნად ისახავს ჯგუფ „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებას საჰაერო შეტევების და ხმელეთზე ერაყელი და ქურთი ძალების მხარდაჭერის გზით.

XS
SM
MD
LG