Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოში პოლიცია შევიდა


მოსკოვში სამართალდამცავი ორგანოების გაურკვეველი უწყების წარმომადგენლებმა გაჩხრიკეს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, „ტასის“ ოფისები. „ტასის“ პრესმდივანმა, დმიტრი პერტსევმა 5 თებერვალს განაცხადა, რომ ჩხრეკა უკავშირდება სააგენტოს ერთ-ერთი თანამშრომლის პროფესიულ საქმიანობას წარსულში - თუმცა სახელი არ დაუკონკრეტებია. „ტასის“ კიდევ ერთმა წარმოამდგენელმა, ნატალია აკაფიევამ თქვა, ჩხრეკას არანაირი კავშირი არ ჰქონდა სააგენტოს საქმიანობასთანო. რუსეთის მედიაში გავრცელდა მოსკოვში განთავსებული საააგენტოს, „მიხაილოვი და პარტნიორების“ თანამშრომლების სიტყვები, რომ 5 თებერვალს მათ ოფისებშიც ჩატარდა ჩხრეკა. სააგენტო დააფუძნა სერგეი მიხაილოვმა, რომელიც 2012 წლის შემდეგ „ტასს“ ხელმძღვანელობს. 2004-2006 წლებში მიხაილოვი იყო ვლადიმირ იაკუნინის მრჩეველი - როცა იაკუნინი სახელმწიფო კომპანიის, რუსეთის რკინიგზის პრეზიდენტი იყო. იაკუნინი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ძველი მოკავშირე და ბიზნეს-პარტნიორია. გავრცელებული ცნობებით, საბჭოთა დროს ის კაგებესთან თანამშრომლობდა. კომპანია რუსეთის რკინიგზის პრეზიდენტის პოსტიდან მისი გადადგომა ბევრმა აღიქვა კრემლთან შესაძლო კონფლიქტის სიმპტომად.

XS
SM
MD
LG