Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრემიერ-მინისტრი ყაზახეთს ესტუმრა


რუსეთ-თურქეთს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე, თურქეთის პრემიერ-მინისტრის აჰმედ დავუთოღლუ ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა ყაზახეთს, რომელიც მოსკოვის ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია. დაგეგმილია ნურსულთან ნაზარბაევისა და დავუთოღლუს პირისპირ შეხვედრა. ყაზახეთის პრეზიდენტის აპარატის ინფორმაციით, თურქეთის მხარესთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება ორმხრივ ვაჭრობაზე, ენერგეტიკასა და ზოგიერთ სხვა „მნიშვნელოვან საგარეო საკითხზე“.

XS
SM
MD
LG