Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მაესტროს“ თანამშრომლებს შეხვდება ტელეკომპანიის 25%-იანი წილის მფლობელი მაკა ასათიანი


თბილისში ჩამოვიდა ტელეკომპანია „მაესტროს“ 25%-იანი წილის მფლობელი მაკა ასათიანი. მან აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არხის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ვრცლად ისაუბრებს ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ, მანამდე კი „მაესტროს“ თანამშრომლებს შეხვდება. „ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ალბათ, ის არის, რომ შეცდომებს უშვებს ყველა - ადამიანებიც, პოლიტიკოსებიც, მთავრობაც. მთავარია, რომ ეს შეცდომა დავინახოთ, ვაღიაროთ და გამოვასწოროთ" - განაცხადა მაკა ასათიანმა. ჟურნალისტების შეკითხვას, შეხვდება თუ არა გიორგი გაჩეჩილაძეს, მაკა ასათიანმა უპასუხა, რომ, რა თქმა უნდა, შეხვდება, რადგან გაჩეჩილაძე მისი ოჯახის წევრია.

XS
SM
MD
LG