Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგელა მერკელი ანკარაში ჩავიდა, თურქეთ-სირიის საზღვარზე ლტოლვილების მოზღვავებაა


ათეულ ათასობით ლტოლვილი მიაწყდა სირიასთან თურქეთის საზღვარს 8 თებერვალს მას მერე, რაც მთავრობის ჯარმა, რომელსაცრუსეთის ავიაცია უმაგრებს ზურგს,იერიში მიიტანა ქალაქ ალეპოზე. თურქეთმა გამოაცხადა, რომ ის დაეხმარება ლტოლვილებს, რომელთა შორის დიდი რაოდენობის ბავშვები და ქალები არიან, მაგრამ საზღვარს არ ხსნის. ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანახმად, ხალხი სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია. ამ დროს ანკარაში ჩავიდა გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი და ხვდება თურქეთის ლიდერებს. ევროკავშირი ითვლის, რომ ანკარამ თავისი საზღვრები უნდა გაუხსნას ლტოლვილებს და აავე დროს მიიჩნევს, რომ თურქეთმა ევროპისკენ ლტოლვილთა ტალღა უნდა შეაყოვნოს. ბრიუსელი ანკარას სამ მილიარდ ევროს დაპირდა.

XS
SM
MD
LG